კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდზე!  

რკინაბეტონის კოჭების გამოცდა

ნდტც ტესტირება და დაპროექტება სათაურის ჩრდილი

კოჭების საიმედოობის შეფასება წარმოებს მათი სიხისტის მიხედვით, რისთვისაც კოჭების ექსპერიმენტალური გზით მიღებული ჩაღუნვა უნდა შედარდეს თეორიული გზით მიღებულ ჩაღუნვას. ექსპერიმენტალური ჩაღუნვა მიიღება კონსტრუქციაზე საკონტროლო დატვირთვის მოდების დროს, ხოლო თეორიული - ხანმოკლედ მოქმედი დროებითი დატვირთვის მოდებისას. ამასთან ერთად, ექსპერიმენტალურად მიღებული ჩაღუნვა მალის შუაში უნდა იყოს მის თეორიულ მნიშვნელზე ნაკლები, ხოლო მეტობის შემთხვევაში ეს სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 5%-ს.

კავკასიის რეგიონში ჩვეულებრივ და აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს დამოუკიდებელი გამოცდების (ტესტების) ჩატარება ახლად დამზადებულ წინასწარდაძაბულ რკინაბეტონის კოჭებზე სტატისტიკური ტესტური დატვირთვის მეთოდით. როგორც წესი, აღნიშნული გამოცდები „გოსტ 8829“-ს მიხედვით ხორციელდება, რომლის მოკლე აღწერაც ქვემოთ მოცემულ ცხრილში არის მოყვანილი. ამავე ცხრილში ასევე მოცემულია სხვა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტებიც. გამოცდებთან დაკავშირებით ნებისმიერი კონკრეტული მოთხოვნისა თუ საკითხის განსახილველად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
ქარხნული წესით დამზადებული რკინაბეტონის კონსტრუქციები და ნაწარმები. ГОСТ 8829
(გოსტ 8829)
დატვირთვით გამოცდის მეთოდები. სიმტკიცის, სიხისტისა და ბზარმედეგობის შეფასება.
ნდტც ტესტირება და დაპროექტება რკინაბეტონის კოჭების სურათი