კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდზე!  

კომპანიის ისტორია

ნდტც ტესტირება და დაპროექტება სათაურის ჩრდილი

ნდტც ტესტირება და დაპროექტება ინსტიტუტის სურათი”ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრი” ჩამოყალიბდა 2007 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბეტონისა და რკინაბეტონის განყოფილების ბაზაზე. ინსტიტუტი, რომლის ძირითადი ერთეულიც ბეტონისა და რკინაბეტონის განყოფილება გახლდათ, 1928 წელს დაარსდა და წარმოადგენდა პირველ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიაშიც. ინსტიტუტის აღნიშნული განყოფილების როგორც კვლევითი, ასევე პრაქტიკული სფერო მოიცავდა არა მხოლოდ ჰიდროელექტრო კვანძების დაპროექტებისა და მშენებლობის, არამედ სამოქალაქო, სამრეწველო და სატრანსპორტო მშენებლობის დროს წამოჭრილი მნიშვნელოვანი და აუცილებელი საკითხების გადაწყვეტას.

საგამოცდო ცენტრი თავისი ჩამოყალიბების დღიდან აქტიურად ჩაება საქართველოს მშენებლობის წარმოების ხარისხის დადგენის საქმეში. ცენტრის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების (ცენტრის ხელმძღვანელის - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორის, ორი აკადემიური დოქტორისა და გამოცდილი სპეციალისტების) ნდტც ტესტირება და დაპროექტება რკინაბეტონის კოჭების გამოცდამეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი იმ საკითხის გადაწყვეტა, რაც მშენებლობის ხარისხის კონტროლისა და ამ უკანასკნელის ამაღლების საშუალებას იძლევა. ცენტრი აწარმოებს სამშენებლო მასალების - ბეტონი, არმატურა, მსხვილი (ღორღი) და წვრილი (ქვიშა) ინერტული მასალის, ბაგირების, შედუღებული პირაპირებისა და ყველა იმ მასალის გამოცდასა და შესწავლას, რომელიც მშენებლობაში გამოიყენება (მაგალითად: აგური, წვრილი საკედლე ბლოკი და სხვ). უშუალოდ მშენებლობის ადგილზე “ცენტრი” აწარმოებს ნაბურღი ხიმინჯების გამოცდას ჩაწნევაზე და ამოგლეჯვაზე, და ასევე დახრილი და ვერტიკალური რკინაბეტონის ანკერების გამოცდას იმავე სახის დატვირთვებზე.

გარდა ამისა „ცენტრის“ მიერ ჩატარებული იქნა: საპროექტო-კვლევითი სამუშაოები რუსთავის კაშხლის სეგმენტური საკეტის რკინაბეტონის დანგრეული კონსოლის აღსადგენად; შაორისა და ძევრულას ჰესების სადერივაციო გვირაბების გამოკვლევა; შაორის ჰესის სარეაბილიტაციო პროექტის შედგენა და მისი განხორციელების დროს ჩატარებული სამუშაოების კონტროლი; ჟინვალის ჰესის ზედაპირული წყალსაგდების ფილის გაძლიერების პროექტი და მასში გამოყენებული ვერტიკალური ხიმინჯების გამოცდა ამომგლეჯ ძალაზე, და ა.შ. უკანასკნელ წლებში “ცენტრის” მიერ შესრულებული სამუშაოებიდან აღსანიშნავია საზღვარგარეთის სხვადასხვა ფირმების დაკვეთით ავტობანის ხიდების წინასწარ დაძაბული რკინაბეტონის კოჭების გამოცდა. გამოცდილი იქნა 24 კოჭი, მალით 17,35; 27,00; 30,00; 33,00 და 35მ., როგორც საქართველოში (დამკვეთი: შპს “მეტალ გრუპ”, “ჩაინა ნუქლეარ ინდასტრი 23-ქონსთრაქშენ.კო”-ს წარმომადგენლობა საქართველოში), ასევე აზერბაიჯანში („პოლატ იოლ სანაი ვე ტიკარეტ ანონიმ სირკეტის” ფილიალი აზერბაიჯანში). „ცენტრი“ აღჭურვილია კვლევისა და ტესტირებისათვის საჭირო ყველა მოწყობილობითა და დანადგარით.

ნდტც ტესტირება და დაპროექტება რკინაბეტონის კოჭების გამოცდის სურათი