კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდზე!  

ინერტული მასალების გამოცდა

ნდტც ტესტირება და დაპროექტება სათაურის ჩრდილი

ინერტული მასალები ბეტონის ძირითადი ნაწილია და მისი მოცულობის 80-85%-ს შეადგენს. ისინი ქმნიან ბეტონის ხისტ ჩონჩხს და გავლენას ახდენს ბეტონის ტექნიკურ მახასიათებლებზე. დგინდება მათი გრანულომეტრიული შედგენილობა, ჭეშმარიტი სიმკვრივე, მათში ორგანული მინარევებისა და თიხის კოშტების არსებობა, განისაზღვრება მათი ჭუჭყიანობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ღორღის (ხრეშის) სიმტკიცესა და ცვეთადობას, სუსტი ქანების არსებობას და ცარიელობას.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში ჩამოთვლილია გამოცდები ქვიშასა და ღორღზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ თბილისის ლაბორატორიაში. ვინაიდან ჩამონათვალი არასრულია, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი კონკრეტული საკითხის განსახილველად.
ღორღი და ხრეში სამშენებლო სამუშაოებისათვის. ГОСТ 8269
(გოსტ 8269)
გამოცდის მეთოდები.
ქვიშა სამშენებლო სამუშაოებისათვის. ГОСТ 8735
(გოსტ 8735)
ქვიშის გამოცდის მეთოდიკა.
ბეტონის შემავსებლები. EN 12620
(ადრე BS 882)
სტანდარტი აწესებს ბუნებრივი და ნარჩენებისაგან ანდა მეორადი ბეტონის შემვსები მასალების გამოცდის მეთოდებს.
დამსხვრეული ზედაპირის მქონე მარცვლების წილი. EN 933-5 გეომეტრიული მახასიათებლების დადგენა ნაწილი 5: მსხვილ შემავსებელში (ღორღში) მსხვრევადი მარცვლების შემცველობის განსაზღვრა.
თიხის კოშტებისა და გაფხვიერებული მარცვლების შემცველობა. ASTM C142 თიხის გაფხვიერებული მარცვლების დადგენის სტანდარტული მეთოდი.
ნაყარი მოცულობითი მასა და ცარიელობა. EN 1097-3 ნაყარი მოცულობითი მასისა და ცარიელობის განსაზღვრა.
ცვეთადობა ლოს-ანჟელესის მეთოდით. ASTM C131 შემავსებლის ცვეთადობის განსაზღვრა ღრუ დოლში.
მსხვრევადობა. EN 1097-2 შემავსებლის მარცვლების ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლების გამოცდის მეთოდები. მსხვრევადობის წინაღობის განსაზღვრის მეთოდი.
ორგანული მინარევები. ASTM C40 ორგანული მინარევების შემცველობის დადგენის სტანდარტული მეთოდი.
მარცვლოვანი შედგენილობა. ASTM C136 მსხვილი და წვრილი შევსებების გრანულომეტრიული ანალიზის სტანდარტული მეთოდი.
ფორმის მახასიათებელი. EN 933-4 გეომეტრიული მახასიათებლების დადგენა- მე-4 ნაწილი. მარცვლების ფორმის დადგენა ფირფიტოვანი და ნემსისებრი.
ნდტც ტესტირება და დაპროექტება ინერტული მასალების გამოცდა