კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდზე!  

ბეტონის გამოცდა

ნდტც ტესტირება და დაპროექტება სათაურის ჩრდილი

ბეტონის კუბების გამოცდით მიიღება ბეტონის სიმტკიცე და შემდგომ ამ მნიშვნელობით დადგინდება ბეტონის კლასი. ბეტონის ცილინდრული ნიმუშების გამოცდით მისი მსახველის გასწვრივ ძალის მოდებით დგინდება ბეტონის სიმტკიცე გაჭიმვაზე გახლეჩის მეშვეობით. დეფორმაციის მოდულის განსაზღვრისათვის ბეტონის პრიზმის ორ მოპირდაპირე მხარეზე იზომება დეფორმაციები. მათი საშუალო მნიშვნელობის მიხედვით იგება ძალისა და დეფორმაციების გრაფიკი, რომლის მიხედვითაც დგინდება ბეტონის დრეკადობის მოდული.

თუკი ბეტონის კუბების/პრიზმების გამოცდის მიზანია ბეტონის კლასის დადგენა ბეტონის გამყარების გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბეტონის კერნების გამოცდის მეთოდი წარმოადგენს უკვე არსებული კონსტრუქციებიდან ბეტონის ნიმუშების მიღების სტანდარტიზებულ პროცედურას და მათი სიმტკიცის შემოწმებას კუმშვაზე, გაჭიმვაზე გახლეჩვისას და გაჭიმვაზე ღუნვის დროს.
ბეტონის ნიმუშების სიმტკიცე. ГОСТ 10180 (გოსტ 10180),
EN 12390-3
გამყარებული ბეტონის ნიმუშების გამოცდა 7, 14 და 28 დღიან ასაკში. გამოიყენება რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობის ხარისხის კონტროლის დროს.
ბეტონის კერნების სიმტკიცე. ГОСТ 28570 (გოსტ 28570),
EN 12504-1
გამოიყენება არსებული რკინაბეტონის კონსტრუქციების სიმტკიცის შესაფასებლად.
ნდტც ტესტირება და დაპროექტება ბეტონის გამოცდა