კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდზე!  

არმატურის გამოცდა

ნდტც ტესტირება და დაპროექტება სათაურის ჩრდილი

ნიმუშების ზომების მიხედვით, თეორიული გზით, დგინდება არმატურის 1 გრძივი მეტრის წონა, განივკვეთის ფართობი და ზუსტდება დიამეტრი. გამგლეჯ მანქანაზე არმატურის გაჭიმვის შედეგად მიიღება ნიმუშების დენადობისა და სიმტკიცის გამომწვევი ძალები, რომელთა მეშვეობითაც განისაზღვრება არმატურის სიმტკიცისა და დენადობის ზღვრები. გაჭიმვის შედეგად მიღებული წაგრძელებების მეშვეობით გამოითვლება არმატურის დეფორმაცია.

„ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრი“ აღჭურვილია 100 კნ, 500 კნ და 1500 კნ სიმძლავრის გამწყვეტი მანქანებითა და, ასევე, 500 კნ, 1250 კნ და 2500 კნ სიმძლავრის მქონე ჰიდრავლიკური წნეხებით. გარდა ამისა, ჩვენი „ცენტრი“ აღჭურვილია ნებისმიერი სხვა სახის მოწყობილობითა და აპარატურით კლიენტის მოთხოვნისამებრ გამოცდების ფართო სპექტრის განსახორციელებლად.

ქვემოთ მოცემულია ტესტირებების ჩატარების დროს გამოყენებული რამდენიმე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი განსაკუთრებული საკითხისა თუ მოთხოვნის განსახილველად.
  • EN 10080 - ლითონი რკინაბეტონის არმატურისათვის. საარმატურო შესადუღებელი ლითონი.
  • BS 5896 - მაღალი სიმტკიცის მავთული და ბაგირი ბეტონის წინასწარი დაძაბულობისათვის. ტექნიკური პირობები.
  • ГОСТ 13840 - ფოლადის არმატურის ბაგირები 1 X 7. სპეციფიკაციები.
  • ГОСТ Р52544 - პერიოდული პროფილის შესადუღებელი A500C და B500C კლასის გლინული არმატურა რკინაბეტონის კონსტრუქციების დაარმატურებისათვის.
ნდტც ტესტირება და დაპროექტება არმატურის გამოცდის სურათი