კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრის ვებ-გვერდზე!  

ანკერებისა და ხიმინჯების გამოცდა

ნდტც ტესტირება და დაპროექტება სათაურის ჩრდილი

ანკერები და ხიმინჯები შეიძლება იყოს ამოგლეჯაზე და ჩაწნევაზე მომუშავე. ამოგლეჯაზე მომუშავე ანკერის დანიშნულებაა კონსტრუქციის (ბეტონის ფილის, საყრდენი კედლის და სხვ.) დაანკერება არსებულ მაგარ ქანში, ხოლო ჩაწნევაზე მომუშავე ანკერები კონსტრუქციიდან გადაცემულ დატვირთვას გადაცემს გრუნტს. საკონტროლო დატვირთვის მიღწევის შემდეგ წარმოებს ანკერების (ხიმინჯების) განტვირთვა და ნარჩი დეფორმაციების დაფიქსირება, რომელთა სიდიდემაც არ უნდა გადააჭარბოს ნორმებით დადგენილ დასაშვებ სიდიდეს.

საველე პირობებში გამოცდების ჩატარება, როგორც წესი, ჰიდრავლიკური დომკრატების გამოყენებას გულისხმობს. „ნდტც - ნაგებობების დაპროექტებისა და ტესტირების ცენტრი“ აღჭურვილია 50 კნ, 100 კნ და 500 კნ მკუმშავი ძალის მქონე დომკრატებით. „ცენტრი“ ასევე აღჭურვილია ნებისმიერი სხვა სახის მოწყობილობითა და აპარატურით კლიენტის მოთხოვნისამებრ გამოცდების ფართო სპექტრის განსახორციელებლად. გარდა ამისა, „ცენტრის“ მფლობელობაშია 100 კნ, 150 კნ და 300 კნ ამომგლეჯი ძალის მქონე ჰიდრავლიკური დომკრატები, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვატარებთ ცდებს ანკერებისა და ხიმინჯების ჩაწნევასა და ამოგლეჯაზე.

ქვემოთ მოცემულია ტესტირებების ჩატარების დროს გამოყენებული რამდენიმე შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტი. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნებისმიერი განსაკუთრებული საკითხისა თუ მოთხოვნის განსახილველად.
  • ГОСТ 5686 - ხიმინჯების საველე გამოცდის მეთოდები.
ნდტც ტესტირება და დაპროექტება ხიმინჯების გამოცდა